ჩინეთში ზვავების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა

15 იანვარი 2024, 10:30 406 ნახვა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში დიდთოვლობაა. სინძიანის პოპულარული ზამთრის ტურისტული ზონისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ჩამოწოლილმა ზვავმა დაფარა გზის სავალი ნაწილი და ტურისტები ტურისტები თოვლის ბლოკადაში მოაქცია. სტიქიის ზონაში მობილიზებულია თოვლის საწმენდი ტექნიკა.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში  ალტაის პრეფექტურაში უხვმა ნალექმა  ათობით ზვავი გამოიწვია და თოვლით დაფარა მთებში მდებარე ავტომაგისტრალების მსხვილი მონაკვეთები. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ავტომაგისტრალის ექვსი კილომეტრიანი მაძილი თოვლში იყო ჩამარხული.

თოვლმა და ზვავებმა ბურკინის ოლქში ასევე  დაბლოკეს ჰემუს, ბაიჰაბის და სხვა ტურისტული ადგილებისკენ მიმავალი გზები. რამდენიმე ტურისტი, რომლებიც  თოვლის ბლოკადასი მოექცნენ,  ვერტმფრენით  უსაფრთხო ადგილზე  გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი