გაერო აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით შეშფოთებულია. სპიკერის განცხადებით წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში.
სტეფან დუჟარიკი აღნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს 2722-ე რეზოლუცია ითხოვს, ჰუსიტების მხრიდან კომერციულ გემებზე თავდასხმების შეწყვეტას.
გაეროს გენერალური მდივანი ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში.