დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

12 მარტი 2017, 00:00 2547 ნახვა

ერთი პირი რჩება ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  მონაცემებით, გუშინ აქციის დროს სულ 34 მოქალაქე დაშავდა. მათგან 15 პოლიციელი იყო. მათ შეშასბამისი მკურნალობა  წუხელ ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში ჩაუტარდათ. მოქალაქეები   საავადმყოფოებში  ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით შეიყვანეს და სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ, რომელიც ბლაგვი საგნით ჰქონდათ მიყენებული - ამბობენ მედიკოსები. პოლიციელებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების დროს დაშავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ირაკლი ჭეიშვილს ოპერაცია თბილისში უტარდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი