აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეხვდა. ბლინკენმა ისრაელის ლიდერებს პალესტინასთან კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა თავის მიზნებს მიაღწიოს იმ გარანტიის მისაღებად, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდება.