ბაქოში ხანძარმა 4 ჩვილი იმსხვერპლა

09 იანვარი 2024, 14:09 432 ნახვა

ბაქოს რესპუბლიკურ პერინატალურ ცენტრში ხანძრის შედეგად 4 ჩვილი დაიღუპა.  ხატაის რაიონში  პერინატალურ ცენტრში გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა სწრაფად ჩააქრეს. განხორციელდა ცენტრში მყოფი პირების ევაკუაცია.  

კვამლით მოწამვლის გამო კლინიკური სამედიცინო ცენტრის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში 3 დაშავებული გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის ადგილზე ნაპოვნია 4 ჩვილის ცხედარი, რომლებიც  ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

მომხდარ  ფაქტზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელმაც დაუდევრობის გამო ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

შემთხვევის ადგილზე  საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი