ბათუმელმა სტუდენტმა ასანთის ღერებისგან მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია შექმნა

09 იანვარი 2024, 10:35 989 ნახვა

ბათუმელმა სტუდენტმა ალექსანდრე აბუსელიძემ  ილონ მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია ასანთის ღერებისგან ააწყო.

თითქმის 3-მეტრიანი კონსტრუქციის ასაწყობად მას 1 წელი და ასანთის 300 000 ღერი (6250 კოლოფი) დასჭირდა. კონსტრუქცია შეიცავს - რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს.

"თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში მეორეა" - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე აბუსელიძე და ასანთის ღერებისგან აგებული კონსტრუქციის ფოტოებს აქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი