ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა ჩემპიონის ტიტული პარიზშიც დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა.
მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.