შავშეთის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი

31 ივლისი 2024, 18:11 190 ნახვა

შავშეთის ქუჩის 15 ნომერში მცოხვრებლები კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ საცხოვრებლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოპირდაპირე მხარეს ძველი შენობის დამონტაჟი დაიწყო.

 მოსახლოება ამტკიცებს, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის პროცესში კორპუსში გაჩერება შეუძლებელია, ცვივა ბათქაში და ძლიერი რყევებია. მოსახლეობის ინფორმაციით, ექსპერტიზა დაინიშნა და 10 დღის ვადაში აპირებენ  ვითარების შესწავლას და  მოკვლევის დასრულებმადე კი 12 ოჯახი, კორპუსთან, მუშაობის შეჩერებას ითხოვს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში