ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ანაკლიის პროექტის განვითარება, ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის განსახორციელებლად - პრემიერი

01 აგვისტო 2024, 11:27 477 ნახვა

„სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავის სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო დავის განხილვის პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„მინდა იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო. იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა თქვენ იცით, რომ კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოოდ ჯამში დადგინდა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით. გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პროექტი. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

 

რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება. რასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის განსახორციელებლად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას.

"გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პროექტი. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის აკვატორიის გაღრმავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებული გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი