ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილსა და ბრაზილიელ რაფაელ მასედოს შორის გამარჯვებული იქნება.
ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი