ბრეივიკი მისი უფლებების დარღევისთვის ნორვეგიას უჩივის

08 იანვარი 2024, 14:50 363 ნახვა

ნორვეგიელი ექსტრემისტი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, ნორვეგიის სახელმწიფოს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის უჩივის. ბრეივიკი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ პატიმრობაში ყოფნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით არაადამიანური მოპყრობაა. ბრეივიკი ორსართულიან კომპლექსშია განთავსებული, სამზარეულოთი, სასადილო ოთახით, რამდენიმე სავარძლით და კედელზე ეიფელის კოშკის შავი და თეთრი სურათებით. ტერორისტის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეივიკს გარე სამყაროსთან, ადამიანებთან ურთიერთობა არ აქვს, რადგან მას წერილების გაგზავნის საშუალება არ აქვს. 2022 წელს ბრეივიკი პირობით გათავისუფლებასაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბრეივიკს ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით. 2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა, ბომბის აფეთქების შედეგად, ოსლოში 8 ადამიანი მოკლა. შემდეგ კი გაემგზავრა კუნძულ უტოიაზე, სადაც ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში