ინციდენტი თვითმფრინავში 

07 იანვარი 2024, 14:19 528 ნახვა

„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა. 

„ალასკის ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგი კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.

შემთხვევის დროს  ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ. „ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ 171 ბოინგის გამოყენების დროებით შეჩერების განკარგულება გასცა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი