კვლავ შეზღუდვებია კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე. თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება.
გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.