ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების მიზეზს ადგენენ

03 იანვარი 2024, 12:05 436 ნახვა

პოლიცია ტოკიოს აეროპორტში სამგზავრო და სანაპირო დაცვის თვითმფრინავების შეჯახების მიზეზს იძიებს. წინასწარ ვერსიად გამოძიება პროფესიულ დაუდევრობას განიხილავს. 

სატრანსპორტო ორგანოებმა დაიწყეს თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლა. იაპონიის ავიახაზების  თვითმფრინავის 379 მგზავრი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, როცა ჰანედის აეროპორტში დაშვებიდან რამდენიმე წუთში მას სანაპირო დაცვის მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად სანაპირო დაცვის სამსახურის თვითმფრინავის  ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი დაიღუპა. ისინი  ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში იყვნენ მივლინებით.  ავიაკატასტროფის გამო ჰანედის აეროპორტში 100-ზე მეტი შიდა ავიარეისი გაუქმდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი