იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 31 800-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრებში რჩება.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა.