მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, - განაცხადა საახალწლო მილოცვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.
პატრიარქმა საქართველო დალოცა და 2024 წელი მიულოცა.
"მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძლიერი ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ილია მეორემ.