ქართული ოცნების დეპუტატები მოსახლეობას მოუწოდებენ საახალწლო დღეებში მაქსიმალურად დაიცვან პიროტექნიკის გამოყენების რეკომენდაციები, რათა თავიდან აიცილონ ის შესაძლო საფრთხეები, რომლებიც პიროტექნიკას ახასიათებს. დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა და გარშემომყოფთათვის უსაფრთხოების დაცვა.