ყველა ე.წ. ხელშეკრულება, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის არის დადებული, ემსახურება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მიზანს“- განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ჯემალ გამახარიას თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთზე ძალიან ძლიერი ეკონომიკურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.