ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ

28 დეკემბერი 2023, 11:49 412 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. წერილში ნათქვამია, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, „აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება გუშინ დაამტკიცა. ე.წ. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი