რუსეთი თავს დაესხა ხერსონში რკინიგზის სადგურს, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება

27 დეკემბერი 2023, 10:16 450 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა პოლიციელი, მისი ორი კოლეგა, ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქის მასიური დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი ევაკუაციის მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.

მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რა დროსაც პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

„რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს. სადგური ევაკუირებულია. ახლა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა ინფორმაციას შესაბამისი სამსახურები მოგაწვდიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი