არჩევნების შედეგების პროტესტი სერბეთში

25 დეკემბერი 2023, 11:53 546 ნახვა

სერბეთში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სიენენ-ის ცნობით, ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ოპოზიცია გააკრიტიკა, მან მოწინააღმდეგეებს „ავაზაკები“ უწოდა. სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი