ომი ახლო აღმოსავლეთში

23 დეკემბერი 2023, 11:42 412 ნახვა

ჩრდილოეთ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ეტაპობრივად ასრულებს დასახულ მიზნებს - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. იოავ გალანტის თქმით, არმია შესანიშნავად მუშაობს. აღნიშნა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი გატაცებულების ისრაელში დაბრუნებაა. პარალელურად ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმა გრძელდება. ხან იუნისში, საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულები ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საომარი მდგომარეობის დაწყების დღიდან ღაზაში 53 ათასზე მეტი პალესტინელი დაიჭრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი