ინფორმაცია, თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები არ იხსნება მცდარია - ცესკო

22 დეკემბერი 2023, 11:44 392 ნახვა

ცენტრალურ  საარჩევნო კომისიაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, რომელზეც  საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე  განმარტება გააკეთეს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ   ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები არ იხსნება მცდარია, ემსახურება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას  და ხელს უწყობს უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას.

ამიტომ  ცესკო მიმართავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ენდონ მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამასთან კიდევ ერთხელ ახსნებენ  კანონით დადგენილ იმ პროცედურებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილოებისთვის არის საჭირო. 

,,უწყება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ  არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა“ -ასეთია ცესკოს ოფიციალური პოზიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი