თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ლიბანის სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, აშშ-ს არ სურს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ფრონტებზე გავრცელება და მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას „ჰეზბოლასგან“ ჩრდილოეთის საზღვარზე. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ასევე გამოეხმაურა იერუსალიმის ლათინური ეკლესიის პატრიარქის განცხადებას, რომლის თანახმად, 17 დეკემბერს ღაზის სექტორში მდებარე კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე ისრაელელმა სნაიპერმა ორი ადამიანი მოკლა. კირბიმ აღნიშნულს საგანგაშო უწოდა