ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში PEGASUS AIRLINES-მა ოპერირება დაიწყო

19 დეკემბერი 2023, 11:09 513 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა ოპერირება დაიწყო.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა და ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.

PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ოფიციალურ მიღებას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი