უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 105 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

19 დეკემბერი 2023, 09:59 330 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 105 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთლიანობაში მტერმა განახორციელა 1 სარაკეტო და 6 საჰაერო დარტყმა, განახორციელა 62 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევებს კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის, მარიინსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 10 თავდასხმა.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 21 შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მახლობლად. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრისთვის ზარალის მიყენებას ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, აძლიერებენ პოზიციებს მიღწეულ ხაზებზე"-განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკისა და მაკეევკის სიახლოვესაც. დრონებით თავდასხმა მოხდა უკრაინის სამხრეთით, ხმელნიცკისთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში