პირველი არხის განცხადება გადაცემების დახურვაზე

16 დეკემბერი 2023, 19:45 535 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მაუწყებლის დაფინანსების მოდელისა და წესის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. განმარტებულია, რომ მაუწყებელი იცვლის შენობას, რაც ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს ზრდის. „ რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით .- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერთ-ერთი გადაცემის „აუტანელი სიმსუბუქის“ აღდგენის მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიცია შეიმუშავეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი