„საახალწლო სათამაშოებისა და აქსესუარების მასტერკლასი“ - ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში. სახვითი ხელოვნების პედაგოგებმა მოზარდებს საახალწლო სათამაშოების დამზადების მასტერკლასი ჩაუტარეს . ღონისძიებაზე ისაუბრეს გამომგონებელ გრიგოლ კობახიძეზეც, რომელმაც საშობაო ნაძვის ხის პირველი სათამაშო შექმნა, მან გამოიყენა ფერადი მინა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებისთვის, რომელსაც „ ორნამენტები „ უწოდა.