პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 248-მა პოლონელმა დეპუტატმა, წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
უცხოური მედიის ცნობით, მთავრობის წევრები 13 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას წინაშე ფიცს დადებენ. შემდეგ კი ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასაწრებად გაემგზავრება.