„ევროპალია საქართველო“ გრძელდება

10 დეკემბერი 2023, 17:54 349 ნახვა

„ევროპალია-საქართველო“ ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული ქართველი მუსიკოსების - სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა. ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, სამეფო კონსერვატორიის, „ამარეს“, ორგანიზებით, ახალ ეკლესიაში ახალგაზრდა ხელოვანებმა, ჰოლანდიელი მსმენელისთვის დასავლეთ ევროპელი, ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორებისა და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს.კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში