კონტროლი გამონაბოლქვზე - დაჯარიმდა 2460 კანონდამრღვევი

09 დეკემბერი 2023, 15:05 594 ნახვა

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2 460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1 149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 კი ქალაქ რუსთავში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300, მესამე ჯერზე კი 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500 დან 3 000 ლარამდეა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი