ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით როდესაც აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია, უალტერნატივოა, რომ საქართველოს ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2023, 18:52 453 ნახვა

როდესაც ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია, უალტერნატივოა ის, რომ ქვეყანას ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა რომ  უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ნათელი.

„ამაზე თავად პრემიერმა, ორბანმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო ყველა, როდესაც შარშან საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ობიექტურად საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც და იმსახურებს წელსაც. როდესაც ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია, უალტერნატივოა ის, რომ ქვეყანას ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომავალ კვირაში საბოლოოდ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი