ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება - მთის ტრასების სააგენტო

07 დეკემბერი 2023, 13:22 415 ნახვა

2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

„12:00-18:00 - ღონისძიებაზე დაგხვდებათ:

გასართობი აქტივობები

საბავშვო ზონები

ფოტო ზონები

კვების ჯიხურები

ბარის კუთხე

მუსიკალური სივრცე

მუსიკა:

12:00 - 14:00 - DJ Jino Dolini

15:00 - 17:00 - DJ Vas

17:00 – 18:00 - Circus Mircus

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში