“რუსთავი 2”-ის აქცია-კონცერტი მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. ორგანიზატორები მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ ვითარებას, რაც სამაუწყებლო კომპანიის გარშემოა შექმნილი. რუსთავი 2-ის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მექანიზმი გაახანგრძლივა. უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სასამართლო დავა საქმეზე 2 წელია სხვადასხვა ინსტანციაში მიმდინარეობდა.