ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლი გაიზარდა

05 დეკემბერი 2023, 14:03 428 ნახვა

სამხრეთ ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი წყალდიდობის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. 8 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წვიმამ და ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

შეწყდა სარკინიგზო და საჰაერო  მიმოსვლა. ჩენაის აეროპორტის დატბორვის გამო გადაიდო ათობით ავიარეისი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი