დიდთოვლობის გამო ევროპის ქალაქებში ასობით ავიარეისი გადაიდო

05 დეკემბერი 2023, 10:21 556 ნახვა

გაუქმებული ფრენები და შეფერხებული საგზაო მოძრაობა - დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ევროპის ქალაქები თითქმის პარალიზებულია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მიუნხენში, სადაც გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. სპეციალური განრიგით მუშაობს ტრამვაი და მეტრო. გაუქმდა ასობით ავიარეისი.

თოვლის სიმაღლემ უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბავარიაში ზოგიერთ ადგილზე -10 გრადუსი ყინვაა. უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი ყინვა და დიდთოვლობა გერმანიაში ადგილობრივებს ბოლო 30 წელია არ ახსოვთ.

ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, 850-მდე ფრენა გაუქმდა ნიდერლანდების აეროპორტებშიც. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჩეხეთშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი