საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმის, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს.
მისი განმარტებით, გინტურის საქმესთან დაკავშირებით პროცესში სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩართული იყოს.
საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს.