„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო. სემინარის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში მსმენელები თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე ინფორმაციას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ.
მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.