ავსტრალია ელექტრონული სიგარეტის იმპორტს კრძალავს 

28 ნოემბერი 2023, 09:58 465 ნახვა

იანვრიდან ავსტრალია აკრძალავს  ეგრეთწოდებული ერთჯერადი ვეიპების, იგივე ელექტრონული სიგარეტების იმპორტს, რაც პირველი ნაბიჯია  ახალგაზრდებში ამ ნიკოტინით შევსებული  მოწყობილობებისადმი  გაზრდილი პოპულარობის  შესაჩერებლად - აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი.

აკრძალვა გაფართოვდება მარტში და იგი გავრცელდება  ყველა არათერაპიულ ვეიპზე, მათ შორის ხელახლა შევსებულ მოწყობილობებზე, ხოლო სამედიცინო მიზნებისთვის ვეიპების იმპორტიორებს დასჭირდებათ წამლების კონტროლის ოფისის ნებართვა, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მარკ ბატლერმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრთა შორის, რომელშიც  ძირითადად მდიდარი ქვეყნების ჯგუფია წარმოდგენილი, მოწევის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ავსტრალიაში ელექტრონული სიგარეტების მოხმარების მაჩვენებელი  სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი