უამინდობაა თურქეთში. ქვეყნის დასავლეთ პროვინციებს თავს ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა დაატყდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 10-ს აღემატება. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ კონიას, იზმირსა და ანტალიას მიაყენა. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 47 პროვინციაში სტიქიური საფრთხის ნარინჯისფერი, 29 პროვინციაში კი საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა.