ქობულეთში, სანაპირო ზოლში, ძლიერი შტორმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შტორმმა ახალ ბულვარში არსებული კაფე-ბარები და სახლის ფასადებიც დააზიანა. თამარ მეფის ქუჩაზე კი დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. ისინი ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, დაზიანდა ქობულეთის სასულიერო სკოლის ქვის ღობე და იქვე არსებული სანაპირო ჯებირი. სასულიერო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, არსებული ვითარების გამო, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.
ადგილზე 112-ის სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილას ვითარების შესასწავლად იმყოფებოდა ქობულეთის მერი ლევან ზოიძე და მერიის შესაბამისი სამსახურები.
ამ დროისთვის ზღვაზე 7 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.