ხანძარი ქობულეთში

10 მარტი 2017, 00:00 2726 ნახვა
ხანძარი ქობულეთში. ე.წ კირპიჩების დასახლებაში ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა. იწვის დაახლოებით ორი ჰექტარი ტერიტორია. მიმდებარე მონაკვეთი არ არის დასახლებული და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამბობენ ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურში. ადგილზე მობილიზებულია ქობულეთის, ბათუმისა და ფოთის 10 სახანძრო ეკიპაჟი. ტერიტორიაზე ხანძარს მეხანძრეები რამდენიმე საათია აქრობენ. მათი ინფორმაციით ცეცხლის ერთი კერაა დარჩენილი,რომლის ჩაქრობაც მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში