‘’შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა’’, ‘’მე ვირჩევ თანასწორობას’’ - ამ მესიჯებით ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა, თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი ნახატები გამოფინეს.
აქტივობა ‘’გენდერული ძალადობის წინააღმდეგ’’ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და გენდერული თანასწორობის საბჭო იყვნენ.