ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

21 მაისი 2016, 00:00 3102 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ხურჩაში მომხდარ ინციდენტს და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა. ”წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი