ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას საქართველოს პრეზიდენტიც ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული საკითხია, რომელმაც დაუცველი ქალებისა და გოგონების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.