მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა ეთნოგრაფიულ-კულტურული საღამო. ინსცენირებული იყო აჭარაში არსებული ძველი საქორწინო ტრადიციები. ღონისძიებაში ეთნოგრაფია-მხარეთმცოდნეობის შემსწავლელი წრის წევრები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.