112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა

22 ნოემბერი 2023, 14:01 449 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში, "ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება.

"მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა და „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს.

„112“-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. აღნიშნული სერვისის დანერგვის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი