აშშ-ის ავიამზიდი კარლ ვინსონი სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის პორტში შევიდა. ავიამზიდის პორტში შესვლის ფოტოებს სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის კონტრადმირალ კიმ ჯი-ჰუნის განცხადებით, კარლ ვინსონის ჩასვლა დემონსტრირებს ძლიერი ერთიანი თავდაცვის პოზიციას და მტკიცე მზადყოფნას უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებს.
იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა 22 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ყვითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით კოსმოსური თანამგზავრის მატარებელი რაკეტის გაშვებას გეგმავს.