ინდოეთში გვირაბში ჩარჩენილ მუშებთან ვიზუალური კონტაქტი დამყარდა

21 ნოემბერი 2023, 11:33 466 ნახვა

პირველი ვიზუალური კონტაქტი დამყარდა ინდოეთის ჰიმალაის მთებში  მდებარე გვირაბში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ჩარჩენილ მუშებთან. ამის ამსახველი ვიდეოკადრები  ხელისუფლებამ გამოაქვეყნა  მას შემდეგ, რაც  გვირაბში ახალი მილსადენით ვიდეოკამერა გაიგზავნა.

მაშველები პატარა მონიტორზე ადევნებდნენ თვალს ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებულ სურათს. 

გვირაბში ჩარჩენილი მუშები კატასტროფის შემდეგ პირველად  გამოჩნდნენ ეკრანზე. მაშველებმა ორშაბათს გვირაბში ახალი მილსადენით ჩარჩენილ 41 მუშას  ცხელი საკვები მიაწოდეს. 12 ნოემბერს საავტომობილო გვირაბის ჩამოშლის შედეგად მუშები გვირაბში ჩარჩნენ.

ხელისუფლების მტკიცებით, ისინი  უსაფრთხოდ არიან, შუქი, ჟანგბადი, საკვები, წყალი და წამლები მათ სპეციალური  მილით მიეწოდებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი