წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

08 მარტი 2017, 00:00 2277 ნახვა

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. თუმცა, საკითხები, რომელიც სინოდის წევრების მიერ იქნება განხილული, უცნობია.  სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში, მასზე ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. გასულ წელს სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი